• sales.tacticalge@gmail.com
კატეგორიები

ტირი / პნევმატური თოფი

ტირის თოფი არის იარაღის ტიპი, რომელიც გამოიყენება სპორტული სროლისთვის და ძირითადად, სამიზნის სროლაზეა ორიენტირებული. ტირის თოფები განსაკუთრებით პოპულარულია სპორტულ ტურნირებში და გამოიყენება როგორც პროფესიონალების, ასევე დამწყები სროლელებისთვის.

(Spring-Piston)

პნევმატური თოფები იყენებენ შეკუმშულ ჰაერს გასასროლად. ძირითადად გავრცელებულია ერთი გასროლა ერთი გადატენვის თოფები, რომელიც შეკუმშვისას თავისუფლად ტოვებს ჰაერს, რაც ტყვიის გასროლას იწვევს. ამ ტიპის თოფები ხშირად გამოიყენება მცირე სიმძლავრის სროლაში, მაგალითად სამიზნის სროლაში ან მცირე დიაპაზონისთვის.

უპირატესობები: სიმარტივე, ნაკლები ტექნიკური მოვლა, კარგი სიზუსტე.

მინუსები: მსხვილი და მძიმე სტრუქტურა, რომელიც შეიძლება დამწყებთათვის არასასიამოვნო იყოს.

 

შეკუმშული ჰაერის თოფები (Pre-Charged Pneumatic – PCP)

PCP თოფები ყველაზე პოპულარულია პნევმატურ იარაღებში, რადგან იყენებს წინასწარ შეკუმშულ ჰაერს, რომელიც მიეწოდება რეზერვუარიდან და ტყვიის გასროლას ახდენს. ეს თოფები გამოირჩევიან მაღალი დიაპაზონით, სიზუსტით და სიძლიერით, რაც მათ სპორტული ტურნირებისათვის განსაკუთრებით გამოსადეგს ხდის.

უპირატესობები: სიზუსტე, სწრაფი გასროლა, მაღალი დიაპაზონი.

მინუსები: შედარებით ძვირია და მოითხოვს სპეციფიკურ კომპრესორებს ან ტუმბოს ჰაერის შესავსებად.

პნევმატური თოფების გამოყენების უპირატესობები:

  • უსაფრთხოება - პნევმატური თოფები ნაკლებად საშიშია, განსაკუთრებით სხვა ტიპის იარაღებთან შედარებით.
  • სიზუსტე - მათი სტრუქტურა და სროლის მექანიზმი საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით და მინიმალური ხარვეზებით შესრულდეს სროლა.
  • ეკონომიურობა - არ საჭიროებს ძვირადღირებულ ტყვიას ან სხვა რესურსებს; ამის გარდა, პნევმატური თოფები ხშირად ხელმისაწვდომია შედარებით დაბალ ფასად.

 

 

პნევმატური თოფები ძირითადად იყენებენ პატარა ზომის, 4.5 მმ ან 5.5 მმ დიამეტრის ტყვიებს.

ყველაზე გავრცელებული ტყვიის ზომა:

  1. 4.5 მმ (.177 კალიბრი)

ეს არის ყველაზე პოპულარული ზომა სპორტული სროლისთვის. მისი გამოყენება ხდება  სამიზნეზე სროლაში, რადგან ამ ტყვიას აქვს მაღალი სიჩქარე და სიზუსტე.

უპირატესობა: მაღალი სიჩქარე, კარგი სიზუსტე.

მინუსი: შედარებით მცირე მახასიათებლების გამო, დიდი დიაპაზონისთვის ან უფრო მძიმე სამიზნეებისთვის ნაკლებად ეფექტურია.

პნევმატური თოფის არჩევა ტყვიის ზომის მიხედვით დამოკიდებულია ძირითადად მის გამოყენების მიზანზე: 4.5 მმ საუკეთესოა სამიზნეზე სროლისთვის, ხოლო 5.5 მმ და მეტი უფრო კარგად მუშაობს ნადირობისთვის.

 

ტყვიის ტიპები და ფორმები

ტყვიის ფორმა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პნევმატური თოფის ეფექტურობაში. რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ტიპი:

  1. (Diabolo) ტყვიები

ეს არის ყველაზე პოპულარული ტყვიის ტიპი, რომელიც გამოირჩევა თავისი შუაში შევიწროვებული ფორმით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას და სიზუსტეს უზრუნველყოფს.

საუკეთესოა სამიზნეზე სროლისთვის და მოკლე მანძილის სროლისთვის.

  1. (Domed) ტყვიები

ამ ტიპის ტყვიას მომრგვალებული თავი აქვს, რაც მას უფრო მძიმე და სტაბილურს ხდის. ეს ფორმა იძლევა უკეთეს დიაპაზონს და ზუსტ სროლას, განსაკუთრებით საშუალო და შორ მანძილებზე.

ძირითადად გამოიყენება ნადირობაში და სამიზნეზე სროლაში, სადაც საჭირო ხდება ტყვიის სტაბილურობა.

  1. (Hollow Point) ტყვიები

ამ ტიპის ტყვია პუნქტირებული თავით ხასიათდება, რაც დარტყმისას მის გაფართოებას უწყობს ხელს. ეს იდეალურია ნადირობისთვის, რადგან გაფართოებული ტყვია ეფექტურად უტევს სამიზნეს.

ნაკლებად გამოიყენება სიზუსტეზე ორიენტირებულ სროლაში, რადგან გაფართოებული თავი შეიძლება სიზუსტეზე გავლენას ახდენდეს.

 

სიჩქარე

პნევმატური თოფები, ჩვეულებრივ, იყენებენ ტყვიის სიჩქარესა და მუხტურ ენერგიას, რაც განისაზღვრება როგორც ტყვიის ზომით, ასევე თოფის მექანიზმით.

პნევმატურ თოფებში ტყვიის სიჩქარე განსხვავებულია. მცირე კალიბრის (4.5 მმ) თოფებში სიჩქარე ხშირად უფრო მაღალია და შეიძლება მიაღწიოს 100-150 მ/წმ. თუმცა მიზნის დაზიანება არის შესაძლებელი 30-40 მ რადიუსში.

 

პნევმატური იარაღისთვის ტყვიის წონა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სროლის სიზუსტესა და ენერგიაზე, ამიტომ სხვადასხვა წონის ტყვიები შეირჩევა სხვადასხვა ტიპის სროლისთვის და მიზნისთვის.

ძირითადი წონის კატეგორიები:

  1. მსუბუქი ტყვიები (5.0-8.0 გრენამდე)

მახასიათებლები: მსუბუქი ტყვიები გამოირჩევა მაღალი სიჩქარით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს სიზუსტეს და ნაკლებ ვარდნას დიაპაზონზე.

გამოყენება: შესაფერისია მოკლე და საშუალო დიაპაზონის სამიზნეზე სროლისთვის, სადაც სიზუსტე მნიშვნელოვანია. მსუბუქი ტყვიები საუკეთესოდ მუშაობენ 4.5 მმ (.177 კალიბრის) პნევმატურ თოფებში.

მინუსები: ძლიერი ქარის პირობებში მათი სტაბილურობა შეიძლება შემცირდეს, რადგან უფრო მსუბუქი ტყვიები ქარისგან ადვილად ცვალებადია.

  1. საშუალო წონის ტყვიები (8.0-10.0 გრენი)

მახასიათებლები: საშუალო წონის ტყვიები სიჩქარესა და მუხტურ ენერგიას შორის ბალანსს უზრუნველყოფს. ისინი უფრო სტაბილურები არიან და უკეთ გაუძლებენ ქარის ზემოქმედებას.

გამოყენება: შესაფერისია საშუალო და შორ მანძილზე სროლისთვის. გამოიყენება როგორც 4.5 მმ (.177), ასევე 5.5 მმ (.22 კალიბრის) თოფებში.

მინუსები: ზოგიერთი მსუბუქი მოდელისთვის შეიძლება ზედმეტად მძიმე აღმოჩნდეს, რამაც ტყვიის სიჩქარე შეამციროს.

  1. მძიმე ტყვიები (10.0 გრენიდან ზევით)

მახასიათებლები: მძიმე ტყვიებს აქვთ მეტი მუხტური ენერგია, რაც სასარგებლოა ნადირობისთვის და დიდი სამიზნეების სროლისთვის.

გამოყენება: ხშირად გამოიყენება 5.5 მმ (.22) და უფრო დიდი კალიბრის თოფებში. მძიმე ტყვიები სტაბილურად მოქმედებენ და უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან ქარის ზემოქმედებას.

მინუსები: შეიძლება შემცირდეს სიჩქარე და დიაპაზონი, ამიტომ სროლის მანძილი და დიაპაზონი ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს.

 

ტყვიის წონის შერჩევა

  • მოკლე მანძილებზე და სამიზნეზე სროლისთვის – უმჯობესია მსუბუქი ან საშუალო წონის ტყვიები, რადგან ისინი უფრო სწრაფად მოძრაობენ და უფრო მაღალი სიზუსტე აქვთ.
  • ნადირობისთვის და შორ მანძილებზე სროლისთვის – უკეთესი იქნება მძიმე ტყვიები, რადგან ისინი ინარჩუნებენ მუხტურ ენერგიას.

 

ტყვიის წონის გავლენა სროლაზე

ტყვიის წონა პირდაპირ გავლენას ახდენს სროლის სიჩქარეზე, დიაპაზონზე და სიზუსტეზე. მაგალითად, მსუბუქი ტყვიები უფრო სწრაფად მიაღწევენ სამიზნეს და ნაკლებად იცვლიან ტრაექტორიას, მაგრამ მძიმე ტყვიები უფრო ზუსტია შორ მანძილებზე და ინარჩუნებენ ენერგიას, რაც საჭიროებს უფრო ძლიერ პნევმატურ თოფებს.

 

პნევმატური ტყვიების წონის ერთეული, რომელსაც ხშირად იყენებენ, არის გრენი (grains), არა გრამი.

1 გრენი (gr) დაახლოებით 0.065 გრამს უდრის. ტყვიის წონა პნევმატური იარაღის სამყაროში ხშირად გრენებში იზომება, რადგან ეს ერთეული უფრო პატარაა და სიზუსტის გაზომვის საშუალებას იძლევა.

მაგალითად:

  • 7.9 გრენიანი ტყვია = დაახლოებით 0.51 გრამი
  • 10 გრენიანი ტყვია = დაახლოებით 0.65 გრამი

ეს ზომები მნიშვნელოვანია, რადგან პნევმატურ თოფებში მცირე წონაშიც კი განსხვავება დიდ გავლენას ახდენს სროლის სიჩქარეზე, დიაპაზონზე და ენერგიაზე.

 

პნევმატური თოფების რეგულაცია

საქართველოში პნევმატური იარაღის რეგულაციები განსაზღვრულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომლებიც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს.

ძირითადი რეგულაციები მოიცავს:

  1. რეგისტრაცია: პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს.
  2. ტარების წესი: პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ შალითაში, განმუხტულ მდგომარეობაში, ტყვიებისგან განცალკევებით. ეს წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე, როგორიცაა ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები და დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია.
  3. ტყვიის კალიბრი: დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ტყყვიის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
  4. გამონაკლისები: რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

 

გამომდინარე იქედან რომ კანონი ხშირად ცვალებადია აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან გაეცნოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებს.